English / ქართული / русский /
მედეა მელაშვილინუნუ ქისტაურიქეთევან ქველაძე
სოციალური ინოვაციების უსაფრთხოების ზოგიერთი საკითხი

ანოტაცია. სტატიაში განხილულია ტერმინ „სოციალური ინოვაციების“ აქტუალურობა, რომელიც ფართოდ გამოიყენება მოსახლეობის სოციალური პრობლემების უკეთ გადასაწყვეტად და მათი სოციალური მოთხოვნების მაქსიმალურად დასაკმაყოფილებლად. აღნიშნულია ამ ტერმინის მრავალასპექტიანობა და მისი გამოყენების აუცილებლობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ჯანდაცვა, სოციალური მომსახურებები, განათლება, უმუშევრობა, დასაქმება, სიღარიბის დონის შემცირება, ცხოვრების ხარისხის ამაღლება, მიგრაცია, ეკოლოგია, კლიმატის ცვლილებები და ა.შ., რაც აუცილებელია მოსახლეობის კეთილდღეობის დონის გასაუმჯობესებლად,  ეკონომიკის გასავითარებლად და სხვ.

ასევე ხაზგასმულია ის ძირითადი მიმართულებები, რომელიც გამოიყენება ევროკავშირში სოციალური ინოვაციების განვითარებისათვის. გარდა ამისა, მითითებულია ინოვაციებისა და ინოვაციური საქმიანობის სოციალური უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობის შესახებ.

საკვანძო სიტყვები: სოციალური ინოვაციები, სოციალური უსაფრთხოება, ინოვაციური ტექნოლოგიები, ეკონომიკური უსაფრთხოება, ჯანდაცვა. 

* * *

2000 წლის დასაწყისში უცხოური ქვეყნების პოლიტიკური დღის წესრიგში აქტუალური გახდა ტერმინი „სოციალური ინოვაციები“, რომელიც აქტიურად გამოიყენებოდა სოციალურ კონტექსტში, როგორც უახლესი პრაქტიკული მიღწევების გამოყენება მოსახლეობის სოციალური პრობლემების უკეთესად გადაწყვეტისათვის, სოციალური მოთხოვნების უკეთესად დაკმაყოფილებისათვის. თვითონ ტერმინის ტრაქტოვკა შეიძლება განვიხილოთ როგორც ახალი იდეების, კონცეფციების ერთობლიობა, რომლის დახმარებით გადაიჭრება კულტურული, სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური პრობლემები საზოგადოებისა და გარემოს სასარგებლოდ. სოციალური ინოვაციები ვითარდება ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ჯანდაცვა, სოციალური მომსახურებები, განათლება, უმუშევრობა, დასაქმება (განსაკუთრებით ახალგაზრდების), სიღარიბის დონის შემცირება, ცხოვრების ხარისხის ამაღლება, მიგრაცია, ეკოლოგია, კლიმატის ცვლილებები და ა.შ. აღნიშნული საკითხი მითითებულ სფეროებში განსაკუთრებულ სიმწვავეს იძენს ერთი ტექნოლოგიური წყობის მეორეთი შეცვლის დროს, როცა მეტად იძაბება ურთიერთობა და კონკურენცია ძველსა და ახალს შორის, მორალურად მოძველებულ, მაგრამ არსებულ და ახალ, ჯერ მაინც უცნობ ტექნოლოგიებს შორის.

მკვლევართა შორის არ არსებობს სოციალური ინოვაციების ერთიანი გაგება, რაც,  ჩვენი აზრით, მიუთითებს იმაზე, რომ აღნიშნული პრობლემა მეტად რთული და მრავალასპექტიანია.  ყველა იზიარებს იმ აზრს, რომ სოციალური ინოვაციების შექმნის და დანერგვის მთავარ დადებით ეფექტს წარმოადგენს ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, მოსახლეობის კეთილდღეობის დონის გაუმჯობესება, ეკონომიკის განვითარება და ა.შ.

ინოვაციური სოციალური ტექნოლოგიები წარმოადგენს ინოვაციური საქმიანობის ისეთი ხერხებისა და მეთოდების ერთიანობას, რომელიც მიმართულია საზოგადოებაში სიახლეების შექმნასა და მატერიალიზაციისაკენ, ისეთი ინიციატივების რეალიზებაზე, რომელიც იწვევს ხარისხობრივ ცვლილებებს სოციალური ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, ახდენს საზოგადოების მატერიალური და სხვა რესურსების რაციონალურ გამოყენებას. დღეისათვის თითქმის არ არსებობს არცერთი სფერო, რომელსაც არ მოიცავდეს ინოვაციური ტექნოლოგიები.

ტექნიკის, ტექნოლოგიების გართულების უწყვეტ პროცესში საზოგადოების მიერ წარმოებასა და მართვაში სულ უფრო რთული ტექნოლოგიური სისტემების, მეცნიერებატევადი სიახლეების გამოყენების ხვედრითი წილიც განუხრელად იზრდება. ეს უპირველესად დაკავშირებულია ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის მოცულობის ზრდასთან, პროფესიულ-კვალიფიციური მოთხოვნების გამკაცრებასთან,  ტექნოლოგიური დისციპლინის, ნორმატივებისა და სტანდარტების დაცვასთან.

სოციალური ინოვაციების განვითარება უფრო მეტად გააქტიურდა 2008-2009 წლების ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, რომელსაც მოჰყვა სოციალურ სფეროში დანახარჯების მნიშვნელოვანი შემცირება, ევროკომისიისა და ევროკომისიის ანალიტიკური ცენტრის დოკუმენტებში სოციალური ინოვაციები განიხილება, როგორც ევროპაში სოციალური გამოწვევების გადაჭრისათვის რესურსების მობილიზაციის ძირითადი ინსტრუმენტი,  ტექნოლოგიური ინოვაციებისა და სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აუცილებელი ელემენტი და მეტი სოციალური შედეგების ნაკლები ძალისხმევით მიღწევის ინსტრუმენტი.

ძირითად საკანონმდებლო და ფინანსურ ინსტრუმენტებში, რომელიც გამოიყენება ევროკავშირში სოციალური ინოვაციების განვითარებისათვის, გამოყოფილია სამი ძირითადი ინსტრუმენტი: პირველი, სტრატეგია „ევროპა 2020“ და მისი ძირითადი მიმართულება: „ინოვაციური კავშირი“ და „ევროპული პოლიტიკა სიღარიბის წინააღმდეგ“. ორივე ეს მიმართულება მოიცავს მასშტაბურ საქმიანობას და დაფინანსებას ხელისუფლების ორგანოებს, ბიზნესსა და სოციალურ მეწარმეობას შორის, თანამშრომლობის განვითარებას ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში.

მეორე: რიგი ფინანსური და საკანონმდებლო ინიციატივები: „Social Business Initiative“, რომელიც მიმართულია სოციალური მეწარმეობის განვითარებაზე, ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციებზე, სოციალური ინოვაციების კვლევაზე, დამუშავებასა და გავრცელებაზე და მიკროდაფინანსების განვითარებაზე. ფინანსური მხარდაჭერა მოიცავს დაფინანსების შესაძლებლობას რეგიონული განვითარების ევროპული ფონდიდან (183 მლრდ ევრო 2014-2020 წლებში) და ევროპული სოციალური ფონდიდან (80 მლრდ ევრო 2014-2020 წლებში).

მესამე: ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ სოციალური ინვესტიციებისა და სოციალური დაცვისათვის კომპლექსური ღონისძიებების განვითარება და გამოყენება: „Social Investment Package“. ამ პროცესში ძირითადი როლი მიეკუთვნება საზოგადოებრივ და არაკომერციულ ორგანიზაციებს, რომლებიც დაკავებულნი არიან მოსახლეობისათვის სოციალური მომსახურების გაწევით, ადამიანის უფლებების დაცვით და უზრუნველყოფენ სახელმწიფო მართვის ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობას. ისინი ასრულებენ კატალიზატორის როლს მოსახლეობასა და ხელისუფლებას შორის კავშირის რეალიზების პროცესში.

ინოვაციებისა და ინოვაციური საქმიანობის სოციალური უსაფრთხოება გამოიხატება სოციალური დაძაბულობის და კონფლიქტების პროვოცირებისაგან თავის დაცვასა და გაფრთხილებაში, რომელიც შეიძლება წარმოიშვას ინოვაციების დანერგვის და რეალიზაციის ნებისმიერ ეტაპზე.

ინოვაციური საქმიანობის სოციალური საფრთხე შეიძლება წარმოიშვას საზოგადოების სოციალურ ცხოვრებაში სიახლეების დაუფიქრებელი, გაუანალიზებელი დანერგვის შედეგად, მაშინ როდესაც ის უცხოა კონკრეტული საზოგადოებისათვის, არ არის აპრობირებული, ამიტომ შეუძლებელია შედეგების პროგნოზირება, რამაც შეიძლება ფსიქოლოგიური ეიფორია გამოიწვიოს.

ინოვაციების უსაფრთხოების პრობლემის აქტუალიზაცია განპირობებულია იმით, რომ საზოგადოება უნდა გადავიდეს ბუნებრივ-ეკოლოგიური, სამრეწველო კატასტროფებისა და ავარიების უამრავი ფაქტის პასიური კონსტატაციიდან სისტემური ხასიათის დარღვევებისა და ინტელექტუალურ-ინფორმაციულ სფეროში სიახლეების დანერგვის შეცდომების შემცირებისაკენ და მათი ნეგატიური შედეგების გარანტირებული დაცვისაკენ. ამიტომ მნიშვნელოვანი როლი ინოვაციების აღქმაში, უსაფრთხოების შეფასებისა და სიახლეების ადეკვატურობაში, ინოვაციური ტექნოლოგიების მომზადებაში ახალი, კონკრეტული პირობებისათვის მიეკუთვნება სტრუქტურებს, რომლებიც ახორციელებენ ინოვაციების შექმნას და განვითარებას, ინოვაციური საქმიანობისათვის აუცილებელი პოტენციალის უზრუნველყოფას, ანალიტიკურ სამსახურებს, იდეების და დამუშავების ბანკებს, რომელთა ამოცანებში ბუნებრივად უნდა შედიოდეს ყოველმხრივი ცოდნის შეძენის, კვლევების, ანალიზის, პროგნოზირების, მეცნიერებატევადი სიახლეების მიზანშეწონილობის და შედეგების შეფასების, ინოვაციების, ინოვაციური პროცესების, მათი სოციალურ-ეკონომიკური და სამეცნიერო ტექნიკური ეფექტურობის, უსაფრთხოების დონის შეფასების ფუნქციები.

მსოფლიო პრაქტიკაში სოციალური უსაფრთხოების მდგომარეობის შეფასება მიღებულია განხორციელდეს სპეციალური სკალის მიხედვით, სადაც მრავალი მაჩვენებელია გათვალისწინებული. მათ შორის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია პიროვნების სოციალური უსაფრთხოების პრობლემა. თუ სოციალურ უსაფრთხოებას ფართო გაგებით განვიხილავთ, ნათელია, რომ ეს არის პიროვნების, სოციალური ჯგუფის, პიროვნებათა ერთობლიობის დაცულობა მათი ცხოვრებისეულად მნიშვნელოვანი ინტერესების, უფლებების, თავისუფლების დარღვევის საშიშროებისაგან. ეს არის სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებათა კომპლექსური სისტემა, რომელიც მოწოდებულია დაიცვას მოქალაქეთა ცხოვრების ღირსეული დონე და მუდმივად ყურადღებას აქცევდეს მოსახლეობის იმ ჯგუფებს, რომლებსაც არ შესწევთ ამის დამოუკიდებლად განხორციელების უნარი. სახელმწიფოს ეს ვალდებულება აისახება იურიდიულ ფორმებში, ანუ სოციალური უსაფრთხოება საბოლოო ანგარიშით არის სახელმწიფოს მზრუნველობა თავისი უმნიშვნელოვანესი სიმდიდრის – ადამიანის მიმართ.

გაერომ შეიმუშავა ადამიანის უსაფრთხოების ყოვლისმომცველი კონცეფცია, რომლის ძირითადი კომპონენტებია:

-       ეკონომიკური უსაფრთხოება განისაზღვრება როგორც აუცილებელ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილების უზრუნველყოფა საკმარისი შემოსავლებით (მინიმალური გარანტირებული შემოსავალი). ამ პუნქტში უმნიშვნელოვანესია უმუშევრობის მაჩვენებელი;

-       სასურსათო უსაფრთხოება – საკმაო რაოდენობის პროდუქტებზე თავისუფალი ხელმისაწვდომობის არსებობა, მოსახლეობის საკმარისი მსყიდველობითი უნარის დონის არსებობა (კვების პროდუქტებზე ეკონომიკური და ფიზიკური ხელმისაწვდომობა);

-       ეკოლოგიური უსაფრთხოება – დაცულობა ისეთი საშიშროებისაგან, როგორიცაა ეკოლოგიური დაბინძურება, სუფთა ჰაერის, ნიადაგისა და წყლის დაბინძურება, ეკოლოგიურად სუფთა საკვების შენარჩუნება, დაცულ გარემოში ცხოვრება, შრომის შესაძლებლობა;

-       ჯანმრთელობის დაცვა – დაცულობა ავადმყოფობის რისკებისაგან, ეფექტური სამედიცინო მომსახურების მიღების შესაძლებლობა. ეს პუნქტი მოიცავს ასევე ცხოვრების, შრომის ისეთი პირობებს, რომელსაც შეუძლია ჯანმრთელობის შერყევა, სიღარიბის დონის ზრდა (ბოლო წლებმა ნათლად აჩვენა ამ პუნქტის უზარმაზარი მნიშვნელობა - პანდემიის მიერ გამოწვეული დანაკარგები შეუფასებელია);

-       პირადი უსაფრთხოება – ადამიანის დაცვა ფიზიკური ძალადობისა და მუქარისაგან, რაც მოიცავს ბუნებრივ და ტექნოგენურ ავარიებს და კატასტროფებს: წარმოებაში, ტრანსპორტზე, ყოფით ცხოვრებაში უბედური შემთხვევების რისკებს და ა.შ. მთავარი ფაქტორი კი არის დანაშაულის დონის ზრდა, რისთვისაც დღეს უამრავი წინაპირობა არსებობს. არახელსაყრელი ეკონომიკური პირობები ხელს უწყობს არასასურველი კრიმინოგენული სიტუაციის გამწვავებას, ორგანიზებული დანაშაულის დონის ზრდას და ა.შ.;

-       პოლიტიკური უსაფრთხოება – ისეთ საზოგადოებაში ცხოვრების შესაძლებლობა, რომელიც ცნობს და იცავს ადამიანის ძირითად უფლებებს, აღმოფხვრის პოლიტიკურ დევნას, ადამიანის წამებას, სასტიკ მოპყრობას, რეპრესიებს სახელმწიფოს ან რაიმე ჯგუფების მიერ, ახორციელებს იდეოლოგიური სფეროს და ინფორმაციის კონტროლს.

რა თქმა უნდა ყველა ეს პუნქტი ურთიერთკავშირშია და ერთმანეთს ავსებს.

სოციალური უსაფრთხოება, უდავოდ, წარმოადგენს ადამიანის, პიროვნების არსებობის ძირითად კომპონენტს. სწორედ სახელმწიფოს მიერ გატარებული კომპლექსური ღონისძიებები მოწოდებულია უზრუნველყოს მოქალაქეთა ცხოვრების ღირსეული დონე. ეს თემა დიდი ხანია არსებობს და ახლაც აქტუალური რჩება: დღესაც პრობლემატურია ცხოვრების დონის, სიღარიბის, მოსახლეობის გაუმართლებელი სოციალური დიფერენციაციის, ცხოვრების დონის რეგიონული დისპროპორციის, განათლებისა და ჯანდაცვის დაბალი დონის, საზოგადოების დაბალი სულიერი და კულტურული დონის პრობლემები.

ქვემოთ მოცემულია აშშ-ს, ევროკავშირის ყველაზე წარმატებული ქვეყნის –შვეიცარიის და საქართველოს ზოგიერთი მაჩვენებელი ჯანდაცვაზე, პენსიებზე, დემოგრაფიასა და დანაშაულის შესახებ, სადაც კარგად ჩანს ჩვენი ქვეყნის აშკარა ჩამორჩენილობა განვითარებულ ქვეყნებთან შედარებით (იხ. ცხრ.1).

ცხრილი 1

ზოგიერთი ქვეყნის მაჩვენებელი (ჯანდაცვის, დემოგრაფიის, დანაშაულებისა და პენსიების   შესახებ)

ქვეყანა

დანახარჯები ჯანდაცვაზე 1 სულ მოსახლეზე

(აშშ დოლარი)

დანახარჯები ჯანდაცვაზე 1 სულ მოსახლეზე % მშპ-ში (%)

მკვლელობა 100 000 კაცზე

პატიმართა რიცხვი 100 000 კაცზე

პენსიაზე გასვლის ასაკი

(წელი)

(კაცი/ქალი)

საშუალო პენსია

(აშშ დოლარი)

 

სიცოცხ­ლის ხანგრძ­ლი­ვობა

(წელი)

65 და მეტი ასაკის მოსახლეობა

(% მთლიანი მოსახლეობის)

აშშ

7729.65

საშუალოდ

(2000-2019)

4543.44-(2000)(მინ)

10921.01 (2019) (მაქ)

15.45% საშუალოდ

(2000-2019)

12.48%-(2000)(მინ)

16.84%-

2016(მაქ)

 

 

6.3 საშუალოდ

(1990-2017)

4.5-(2013)(მინ)

9.7-(1991)(მაქ)

724-საშუალოდ

(2003-2016)

671-(2016)(მინ)

762-(2007)(მაქ)

 

 

 

62/62

(2020)

1150

(2020)

78

12.12%

საშუალოდ

((1960-2021)

9.12-(1960)(მინ)

17.04-(2021)(მაქ)

შვეიცარია

7335.75

საშუალოდ

(2000-2019)

3559.82-(2000)(მინ)

9870.66- (2018) (მაქ)

10.24% საშუალოდ

(2000-2019)

9.11%-(2000)(მინ)

11.48%-

(20170)(მაქ)

 

1 საშუალოდ

(1990-2017)

0.5-(2014)(მინ)

1.6-(1990)(მაქ)

76-საშუალოდ

(2003-2017)

69-(2008)(მინ)

83-(2005)(მაქ)

 

65/64

(2020)

2046

84

14.41%

საშუალოდ

((1960-2021)

10.21%-(1960)(მინ)

19.39% -

(2021)(მაქ)

საქართველო

218.72

საშუალოდ

(2000-2019)

51.85-(2000)(მინ)

345.26-(2014) (მაქ)

7.83% საშუალოდ

(2000-2019)

6.66%-(2019)(მინ)

9.57%-

(2009)(მაქ)

 

6.9 საშუალოდ

(1990-2016)

1-(2016)(მინ)

16.9-(1993)(მაქ)

335-საშუალოდ

(2003-2017)

134-(2003)(მინ)

575-(2011)(მაქ)

 

60/65

(2020)

240

69.2

11%

საშუალოდ

((1960-2021)

7.66%-(1966)(მინ)

15.56%-(2021)(მაქ)

 

ვთვლით, რომ სოციალურ სფეროში ინოვაციური საქმიანობის ძირითადი მიმართულებები უნდა იყოს შემდეგი: სოციალური საქმიანობის სუბიექტთა წრის გაფართოება: სოციალური პრობლემების მოგვარების საქმეში მოსახლეობის ფართო წრეების ჩართვა; სოციალური სფეროს ინფორმატიზაცია; მოსახლეობის, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების მართვის, ადგილობრივი ორგანოების, საზოგადოებრივი გაერთიანებების ფართო ინფორმაციული უზრუნველყოფა საკუთარ უფლება-მოვალეობათა და მათი განხორციელების შესაძლებლობათა რესურსების შესახებ. 

გამოყენებული ლიტერატურა

1.  https://moluch.ru/archive/100/22585/ Влияние социальных инноваций на социальную безопасность общества Петухова Ирина Сергеевна, Сиушкина Наталья Владимировна Молодой учёный №20 (100) октябрь-2 2015 г.

2.  https://studopedia.ru/11_2833_tehnologii-obespecheniya-sotsialnoy-bezopasnosti-naseleniya-strani.html Технологии обеспечения социальной безопасности населения страны 2015

3.  Т.В. Адамова, Н.Ф. Тимофеева ЗНАЧЕНИЕ СОЦИАЛЬНЫХ ИННОВАЦИЙ ДЛЯ ОБЕСПЕЧЕНИЯ БЛАГОПОЛУЧИЯ ОБЩЕСТВА

4.  https://culture.wikireading.ru/95108 Особенности социальных инноваций

5.  https://cyberleninka.ru/article/n/sovremennye-aspekty-bezopasnosti-i-aktivizatsii-innovatsionnoy-deyatelnosti-problemy-i-resheniya  И.Д. Барчук Современные аспекты безопасности и активизации инновационной деятельности: проблемы и решения

6.  https://www.hse.ru/science/news/250124865.html Социальные инновации

7.  https://welcometimes.ru/opinions/glavnye-trendy-v-sfere-bezopasnosti-v-2021-godu Главные тренды в сфере безопасности в 2021 году Январь 19, 2021

8.  https://www.tadviser.ru/index.php Какими должны быть перспективные досмотровые системы? Обзор инновационных технологий и средств контроля людей 2021/08/11 10:28:56

9.  https://web.snauka.ru/issues/2015/06/47087 Характеристика основных компонентов социальной безопасности личности Садыкова Надежда Ринатовна 

10. https://www.bibliofond.ru/view.aspx?id=599096 Инновации в социальной сфере 

11. https://medi.ru/info/3796/  Количественная оценка показателей смертности, старения, продолжительности жизни и биологического возраст

12.  http://cgon.rospotrebnadzor.ru/content/62/140 Нашли предел долголетия

13.  https://ekec.ru/rejting-bezopasnosti-stran-2021-goda-crime-index-by-country/

14. https://regnum.ru/news/polit/3238995.html

15. https://migrantumir.com/naselenie-stran

16. https://ru.theglobaleconomy.com/